ინდოეთი შიმშილის დასაძლევად 18 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს

ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლიც მიხედვითაც ღარიბი მოსახლეობის იაფი საკვებით მომარაგებისათვის 18 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. კანონპროექტის ავტორების თქმით, სუბსიდია, რომელიც ღარიბთათვის გამოიყოფა იქნება შიმშილთან ბრძოლისაკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ზედა პალატაც დაამტკიცებს. დოკუმენტის თანახმად, ინდოელთა 70 პროცენტი მიიღებს იაფ ბრინჯსა და ხორბალს.