ბაღდადში აფეთქებებმა 60-მდე ადამიანი შეიწირა

ბაღდადში პოლიციისა და მედიკოსების ცნობით, სულ ცოტა, 59 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა აფეთქებების მთელი სერიის შედეგად. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ მონაცემებით, ოთხაშაბათს დილით, სულ ცოტა, 11 აფეთქება მოეწყო - მათი უმრავლესობა ბაღდადის, უმეტესწილად, შიიტებით დასახლებულ უბნებში. ბოლო თვეებში ერაყში ძალადობა გახშირდა და 3000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.