ბათუმში გაიმართა მუსლიმი მრევლის საპროტესტო აქცია

”თავისუფლება პატიმარ მინარეთს" - ამ მოთხოვნით ბათუმში გაიმართა მუსლიმი მრევლის საპროტესტო აქცია. მისმა მონაწილეებმა კვლავ დაგმეს ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის ფაქტი და ადგილზე მინარეთის დაუყოვნებლივ დაბრუნება მოითხოვეს. აქციის მონაწილეთა განცხადებითვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მუსლიმ მრევლს 1 წლის წინ დაჰპირდა მეჩეთის აშენებას, რაც არ შესრულდა. აქციის მონაწილეებს ბათუმის მთავარ მეჩეთში შეხვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. მისი განცხადებთ, საქართველოს მუსლიმ მრევლს კონსტიტუციური უფლების გამოყენებაში ხელს არავის შეუშლის.