რუსეთის ვიცე-პრემიერმა, დმიტრი როგოზინმა მუქარა გამოთქვა მოლდავეთის მიმართ, რომ თუ ეს ქვეყანა ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას, მას შეიძლება გაუჭირდეს დნესტრიპირეთის პრობლემის მოგვარება. როგოზინის თქმით, მოსკოვს შეუძლია გადახედოს მოლდავეთთან თავის შეთანხმებებს.