დაღესტანში ორი პოლიციელი მოკლეს

დაღესტანში ორი პოლიციელი მოკლეს და ერთი დაჭრეს დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ცნობით, ინციდენტი სამშაბათს მოხდა მახაჩყალაში.