საქართველოში მინიმალური პენსია და სოციალური დახმარება იზრდება

სექტემბრიდან საქართველოში მინიმალური პენსიები და სხვა სოციალური გასაცემელი იზრდება. შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სამინისტროს ინფორმაციით, სიახლე ჯამში 1 მილიონ 250 ათასამდე ადამიანს შეეხება. სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე, მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ ასაკის პენსიონერთათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი რაოდენობა 125 ლარიდან 150 ლარამდე იზრდება. ასევე 125-დან 150 ლარამდე იზრდება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთა პენსია.