საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს სტუმრობს

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტთან ტომას ჰენრიკ ილვესთან და ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ანდრუს ანსიპთან. ასევე შეხვედრები გაიმართება ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ენე ერგმასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ურმას პაეტისთან და ესტონეთის ეკონომიკისა და კომუნიკაციების მინისტრ იუჰან პარტსისთან. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.