ავღანეთში მოწყობილი თავდასხმის თაობაზე ნატოს და ადგილობრივ მთავრობას უთანხმოება აქვთ

ავღანეთის ოფიციალური პირები და ნატო ერთმანეთს არ ეთანხმებიან იმის თაობეზე, თუ რა მოხდა კუნარის პროვინციაში, ნატოს მიერ მოწყობილი თავდასხმის გარშემო. კუნარის გუბერნატორის თქმით, 16 ადამიანი, დაიხოცა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები, ასევე ოთხი მეამბოხე. ნატოს წარმომადგენლის თანახმად, ალიანსს არ აქვს ინფორმაცია იქ სამოქალაქო პირების დაღუპვის თაობეზე, ნატოს თქმით, თავდასხმისას დაიხოცა „მტრის ათი მებრძოლი“.