ბრიტანეთის პრინცმა უილიამმა სამხედრო კარიერა დაასრულა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრინცმა უილიამმა სამხედრო სამსახური დაასრულა და ახლა ყურადღებას გაამახვილებს თავის, როგორც სამეფო ოჯახის წევრის მოვალეობებსა და საქველმოქმედო საქმიანობაზე. უილიამი რიგით მეორეh სამეფო ტახტის მემკვიდრეთა სიაში. გავრცელებული ინფორმაციით, ის შვიდი წელი მსახურობდა არმიაში და სამშაბათს ჰქონდა უკანასკნელი მორიგეობა, როგორც სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების სამძებრო-სამაშველო ქვედანაყოფის პილოტს. წელს ივლისში მას და მის მეუღლეს, კეტრინს, პირველი შვილი შეეძინათ.