პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 10 სექტემბერს თურქეთის 936 მოქალაქეს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა გადაწყვეტილება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გვერდის ავლით მიიღო - ეს ინფორმაცია სააგენტო ინტერპრესნიუსს იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მხოლოდ 12 სექტემბერს შეიტყვეს მისი კანცელარიისგან მიღებული ოფიციალური წერილიდან.