საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად ტოივო კლაარი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებგვერდზე განთავსდა. ტოივო კლაარმა ამ თანამდებობაზე ანჯეი ტიშკევიჩი შეცვალა, რომელიც სადამკვირვებლო მისიას საქართველოში 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მონიტორინგს 2008 წლის ოქტომბრიდან დღემდე ახორციელებს. მისია ევროკავშირის წევრი 25 ქვეყნის 260 თანამშრომლისგან შედგება.