ჩეჩნეთში აფეთქების შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა

ჩეჩნეთში აფეთქების შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა, დაიჭრა ოთხი. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ააფეთქა დანაღმული ავტომანქანა, რომელიც სუნჟის პოლიციის რაიონულ განყოფილებასთან იდგა.