ბომბის არსებობის კიდევ ერთი ცრუ შეტყობინება მიიღო დღეს საქართველოს შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა

ბომბის არსებობის კიდევ ერთი ცრუ შეტყობინება მიიღო დღეს საქართველოს შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა. ინფორმაცია ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლას შეეხებოდა. იმის გამო, რომ სოფელში ორი საჯარო სკოლაა და შეტყობინების ავტორს არ დაუკონკრეტებია, რომელ მათგანზე იყო საუბარი, ევაკუაცია ორივე სკოლაში გამოცხადდა. შემოწმებამ ბომბის არსებობა არ დაადასტურა. შსს-ს ინფორმაციით, ცრუ შეტყობინების ავტორი იყო იმავე სოფელში მცხოვრები ორი მოზარდი, რომლებიც სამართალდამცავებმა მშობლების თანდასწრებით დაკითხეს გურიის სამხარეო პოლიციაში.