ისლამაბადი ციხიდან უშვებს ყველაზე მაღალი რანგის ავღანელ თალიბ საველე მეთაურს

შაბათს ისლამაბადი ციხიდან გაუშვებს ყველაზე მაღალი რანგის ავღანელ, თალიბ საველე მეთაურს, მულა ბარადარს. ის საპატიმროდან გამოვა, რათა ხელი შეუწყოს ავღანეთის შერიგების პროცესს. ავღანეთი მიესალმა გადაწყვეტილებას. ბარადარი თალიბანის ერთ-ერთი დამარსებელია და თალიბანის ლიდერის, მოლა ომარის ახლო მრჩეველი, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო პირი-სამხედრო მეთაურია.