კვირას გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება

კვირას გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება. მოსალოდნელია, რომ კანცლერი ანგელა მერკელი მორიგი, მესამე ვადითაც შეძლებს მთავრობის მეთაურად დარჩენას. წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, მერკელის პარტიას, ქრისტიან-დემოკრატებს, ყველაზე მეტი ხმა ერგება. მაგრამ შესაძლოა, პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ზღვარი ვერ გადალახოს თავისუფალი დემოკრატების პარტიამ, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად შედის გერმანიის ამჟამინდელ მმართველ კოალიციაში. შაბათს ბერლინში წინასაარჩევნო აქციაზე გამოსვლისას, მერკელმა ამომრჩეველს „ძლიერი მანდატი“ სთხოვა. გერმანია ევროპის უდიდესი ეკნომიკაა და მთელ ევროზონაში ყურადღებით აკვირდებიან არჩევნებს ამ ქვეყანაში.