ბაღდადში ორი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ორშაბათს ბაღდადში, დაკრძალვებისას მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაიჭრა. უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ეს ერაყში სამგლოვიარო პროცესიაზე უკვე მესამე თავდასხმაა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ერაყში სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირიპირების გამწვავების გამო საგრძნობლად მოიმატა ძალადობის აქტების რიცხვმა.