ავღანეთში ისლამური კონფერენცია განცხადების გარეშე დასრულდა

ისლამისტი მეცნიერების ერთდღიანი კონფერენცია ქაბულში, რომელსაც თვითმკვლელთა იერიშები უნდა დაეგმო, ერთობლივი განცხადების გარეშე დასრულდა. მსოფლიოს 24 ქვეყნის ისლამისტი მეცნიერები ქაბულში სამშაბათს შეიკრიბნენ. როგორც ღონისძიებას ორგანიზატორებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, კონფერენციის მთავრი მიზანი იყო ავღანეთის შერიგების პროცესზე მსჯელობა და ამ პროცესში თალიბანი მონაწილეობა. სასულიერო პირები ასევე მსჯელობდნენ თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ მოწყობილ თავდასხმებზე, რომელთა სამიზნე სამოქალაქო პირები, პოლიცია და ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.