დაღესტანში მოკლეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალის საავადმყოფოში გარდაიცვალნენ რუსეთის ფედერაციის ამ ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მუხტარ შაპიევი და მისი ვაჟი, რომლებსაც დღეს საღამოს თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. მისივე ცნობით, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს მოსამართლის ავტომანქანას. მიმდინარეობს გამოძიება. მიმდინარე წელს ეს დაღესტნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მეორე მკვლელობაა: იანვარში თავს დაესხნენ და მოკლეს მაგომედ მაგომედოვი.