რიჩარდ ნორლანდი დარწმუნებულია, რომ თანაინვესტირების ფონდის საქმიანობა წარმატებული იქნება

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დარწმუნებულია, რომ თანაინვესტირების ფონდის საქმიანობა წარმატებული იქნება. "ფონდის შეთავაზებები ძალიან საინტერესოა უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც ეძებენ შესაძლებლობებს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სფეროებში”, - განუცხადა ჟურნალისტებს ნორლანდმა, რომელიც თბილისში დაესწრო თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციას.