„თბილისობა“ 4-6 ოქტომბერს აღინიშნება

"თბილისობა" წელს 4-6 ოქტომბერს აღინიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, "თბილისობა" წელს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება; დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები. "თბილისობა" დღეს ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღში ახალბედა მუსიკალური ბენდების კონკურსით გაიხსნება. პროგრამის მიხედვით ძირითადი ღონისძიებები 5-6 ოქტომბერს გაიმართება. მეიდანზე, გორგასლის მოედანზე, ტრადიციული საწნახელი მოეწყობა და ყურძენი დაიწურება.