მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ ოლიმპიადის ბოიკოტირების შესახებ პეტიციის ავტორები

სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოთხოვნით მომზადებული პეტიციის ავტორები მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების ”სამართლიანი არჩევნების” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” ხელმძღვანელებმა ნინო ლომჯარიამ და ეკა გიგაურმა განაცხადეს, რომ საქართველოს უარი კარგი შანსი იქნება იმისთვის, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება მთელმა მსოფლიომ გაიგოს. ფეისბუკით 8 ოქტომბერს გავრცელებულ პეტიციას ხელს უკვე აწერს 5 ათასზე მეტი ადამიანი. ისინი საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მიმართავენ, შეცვალონ ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილება.