ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი აშშ-ის ადმინისტრაციას ჟურნალისტთათვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს

ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა ხუთშაბათს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, აშშ-ის შეერთეაბული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმნისტრაციის მოქმედებამ „შემზღუდველი ეფექტი“ იქონია ჟურნალისტებზე, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში მუშაობენ. ანგარიში მოამზადა ვაშინგტონ პოსტის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა, ლეონარდ-დაუნი უმცროსმა. მან გამოკითხა ათეულობით ჟურნალისტი, რომლებმაც აცნობეს, რომ ხელისუფლება მათ ხელს უშლიდა მიეღოთ საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაცია. ანგარიშში ლაპარაკია ჟურნალისტების სატელეფონო საუბრების მოსმენაზე, ელექტროფოსტის გაკონტროლებაზე და ინფორმაციის წყაროებზეზეწოლაზე.