იაპონიაში 10 ადამიანი ემსხვერპლა საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს

10 ადამიანი დაიღუპა საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად იაპონიის სამხრეთში მდებარე ქალაქ ფუკუოკაში. დაღუპულთაგან 8 ხანდაზმული პაციენტი იყო. ხანძარს ემსხვერპლა საავადმყოფოს ყოფილი ხელმძღვანელი და მისი მეუღლე, რომლებიც საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობდნენ. დაშავდა 5 ადამიანი. ხანძარი დილაადრიან, შენობის პირველ სართულზე გაჩნდა. მიზეზები უცნობია.