ბათუმში ინციდენტი მოხდა ამომრჩევლებთან დავით ბაქრაძის შეხვედრისას

დღეს ბათუმში დააკავეს სამი პირი, ამომრჩევლებთან „ნაიცონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის შეხვედრისას. სამივეს პოლიტპატიმრის სტატუსი აქვს და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისათვის იქნა დაკავებული. ისინი აცხადებენ, რომ ბაქრაძესთან ახლოს მისვლას და მისთვის კითხვების დასმას ცდილობდნენ - კერძოდ სურდათ ეკითხათ, კისრულობს თუ არა ის პასუხისმგებლობას ცხრაწლიან „სისხლიან რეჟიმზე“. მოგვიანებით დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მას „შეკითხვის დასმის პრობლემა“ არა აქვს, მაგრამ „შეკითხვის დასმა არ ხდება შეურაცხყოფით, პოლიციელებზე გადმოხტომითა და ლანძღვა-გინებით". ბაქრაძის თქმით, ის ყოველთვის მზად არის მოუსმინოს ნებისმიერ ადამიანს, გარკვეული ფორმის დაცვით.