გიორგი თარგამაძე აპირებს, პრემიერ-მინისტრს სასამართლოში უჩივლოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი. ”მივმართავ სასამართლოს, სადაც ბიძინა ივანიშვილს დეტალურად აუხსნიან, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს ღალატი და როგორ უნდა აგოს პასუხი ადამიანმა მსგავსი სიტყვებისთვის”, - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი თარგამაძემ. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი პრემიერისგან მოითხოვს, სასამართლოში წარადგინოს მისი მოღალატეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ჟურნალისტებთან დღევანდელი შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის გიორგი თარგამაძე მოღალატის ეტალონია, რადგან მუდამ ქვეყნის საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონდა.