საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს თურქეთის მკვიდრი ათასობით ეთნიკური ქართველი

თურქეთის მკვიდრი 10 ათასამდე ეთნიკური ქართველი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა პარასკევს თურქეთში, საზღვრისპირა სოფელ ჯამილში ვიზიტისას. ერთდღიანი ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილი შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. მომღერალი ბაიარ შაჰინი.