სირიის ქალაქ ჰამში აფეთქებას 31 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ცენტრალურ ქალაქ ჰამში ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული სატვირთო მანქანის აფეთქებამ 30 ადამიანი იმსხვერპლა. ათეულობით იქ მყოფი პირი დაშავდა. ბრიტანეთიდან სირიელი აქტივისტები იუწყებიან, რომ აფეთქება მოაწყო თვითმკვლელმა გამშვებ-საკონტროლო პუნქტთან. დახოცილებს შორის სირიელი სამხედროები არიან. ინციდენტის თაობაზე იტყობინებოდა სირიის სახელმწიფო ტელევიზია.