ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, საქართველო ნატოში 2014 წელს არ გაწევრიანდება

საქართველო ნატოში 2014 წელს არ გაწევრიანდება - ამის შესახებ, როგორც სააგენტო რია-ნოვოსტი იუწყება, ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის წინ რუს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, საქართველოს ახალმა მთავრობამ დაადასტურა ნატოში ქვეყნის გაწევრიანების განზრახვა, მაგრამ ეს მომავალ წელს არ მოხდება და თანამშრომლობა საქართველო-ნატოს საბჭოს ფარგლებში გაგრძელდება. ამასთან, რასმუსენმა რუს ჟურნალისტებს შეახსენა 2008 წელს ბუქარესტში გამართული სამიტი, რომელმაც მხარი დაუჭირა ნატოში საქართველოს გაწევრიანებას.