ჩეხეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

ჩეხეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. დღეს გაიმართა კენჭისყრის მეორე და უკანასკნელი დღე. საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა თანახმად, პარასკევს 8,4 მილიონი ამომრჩევლის 40%-მა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა მას მერე, რაც კორუფციაში ბრალდებების გამო დაიშალა მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობა, რომელიც მომჭირნეობის არაპოპულარულ ზომებს ატარებდა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ, როგორც ჩანს, არჩევნებში გაიმარჯვებენ სოციალ-დემოკრატები, რომელთაც ყოფილი მინისტრი ბოჰუსლავ სობოტკა უდგას სათავეში. მაგრამ გამოკითხვის თანახმად, სოციალ-დემოკრატებს მთავრობის შესაქმნელად სხვა პარტიასთან მოუწევთ კოალიციაში შესვლა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 14 საათზე დაიხურა. ჩეხეთის სტატისტიკური სამსახური დღის ბოლოს დაიწყებს არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას.