შაბათს გაიმართა სერგეი ლავროვისა და ჯონ კერის სატელეფონო საუბარი

შაბათს გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის სატელეფონო საუბარი. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. განხილულ იქნა სირიის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციის მოსამზადებლად რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობის საკითხები. კონფერენცია „ჟენევა-2“, როგორც მოსალოდნელია, ნოემბრის ბოლოს გაიმართება, მაგრამ საბოლოო თარიღი ჯერ არ არის დაზუსტებული. 5 ნოემბერს ამ საკითხის თაობაზე ჟენევაში გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრა რუსეთი-აშშ-გაეროს ფორმატში.