ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი და ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ვენაში ხვდებიან ერთმანეთს

ატომურ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ერთმანეთს შეხვდებიან ვენაში ორშაბათს ირანის სადავო ბირთვული პროგრამის გარშემო მოსალაპარაკებლად. იუკია ამანო და აბას არაყჩი მოილაპარაკებენ სააგენტოს შტატბინაში. გაეროს ეს უწყება ესწრაფვის თეირანისგან მოიპოვოს ირანის ბირთვული ობიექტების, შესაბამისი დოკუმენტების და ოფიციალური პირების გაკონტროლების უფლება, რათა შემოწმდეს ვარაუდი, რომ ირანის ბირთვული იარაღის შექმნას ლამობს. ირანი უარყოფს ასეთ ბრალდებას. მაღალი დონის საერთაშორსო შეხვედრა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დაგეგმილია 7-8 ნოემბრისთვის, ჟენევაში.