ევროკავშირმა ბელორუსიას სანქციები გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა ბელორუსიას გაუხანგრძლივა ადრე დაწესებული სანქციები 12 თვით. სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროკავშირი გმობს ბელორუსიის ციხეებში პოლიტიკური პატიმრების ყოფნას, ადამიანის უფლებების დარღვევას, დემოკრატიის და სასამართლოს სისტემის განვითარებისთვის საჭირო რეფორმების უარყოფას. სანქციები დაწესდა 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მათ თანახმად, მოგზაურობა აეკრძალათ იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც კავშირში არიან ადამიანის უფლებების დარღვევასთან. მოელიან, რომ ბელორუსია ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე, ვილნიუსში დელეგაციას გაგზავნის. ბელორუსია აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილეა.