მახაჩყალაში ორი ადამიანი შეეწირა აფეთქებებს

ჩრდილოეთ კავკასიაში, დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მახაჩყალაში მომხდარი აფეთქებების შედეგად ორი კაცი დაიღუპა და 15 დაიჭრა. შუადღით ქალაქის ცენტრში გვერდიგვერდ მდებარე ორ მაღაზიაში უცნობმა პირებმა მოქმედებაში მოიყვანეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რასაც აფეთქება და ხანძარი მოჰყვა. მიმდინარეობს ინცინდენტის გამოძიება. დღესვე ბუნებრივი აირის გაჟოვნას აფეთქება მოჰყვა ლენინგრადის ოლქში მდებარე ერთ-ერთ ქიმიურ ქარხანაში. დაიღუპა ორი კაცი.