დღეს გაიმართა ფილიპ დიმიტროვისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა

საქართველო ყოველი არჩევნებით ამყარებს მოსაზრებას, რომ ევროპულ სტანდარტებს თანდათან აკმაყოფილებს, რაც დადებითად აისახება ვილნიუსის სამიტის შედეგებზე - ამის შესახებ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა. მან აღნიშნა, რომ მარგველაშვილთან შეხვედრისას ისაუბრეს რამდენიმე, მათ შორის ევროკავშირთან საქართველოს შემდგომი დაახლოების საკითხზე. დღესვე საქართველოს არჩეული პრეზიდენტი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს და ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.