სენატორებმა მხარი დაუჭირეს სექსუალური უმცირესობების შესახებ კანონპროექტს

თეთრი სახლის მიერ მხარდაჭერილმა კანონპროექტმა, რომელიც გულისხმობს სექსუალური კუთვნილების გამო დისკრიმინაციის აკრძალვას სამუშაო ადგილებზე, სენატში რესპუბლიკელების წინააღმდეგობა გადალახა. კანონპროექტის განხილვის დაწყებას ხმა 61-მა სენატორმა 30-ის წინააღმდეგ მისცა. როგორც სააგენტო ”როიტერსი” იტყობინება, სენატში კანონპროექტი სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლოს დამტკიცდება.