სააკაშვილი აპირებს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს ჰპირდება მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას. სოციალურ ქსელ "ფეისბუკზე" პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ყოველ სამუშაო დღეს. მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების მიზნად სააკაშვილი ასახელებს საქართველოს მაქსიმალურად ინტეგრირებას გარე სამყაროსთან.