მიხეილ სააკაშვილი შეხვდა რიჩარდ ნორლანდსა და მის მეუღლეს

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდსა და მის მეუღლეს, მერი ჰარტნეტს შეხვდა. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ელჩი და მისი მეუღლე ავლაბრის რეზიდენციაში გუშინ მიიღო. "ელჩმა ნორლანდმა საქართველოს პრეზიდენტს მისი მმართველობისას საქართველოს მიერ წინ გადადგმული არაერთი ნაბიჯი, არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება და გარდამავალი პოლიტიკური პერიოდი მიულოცა", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა დიპლომატებისთვის გამოსათხოვარი მიღება გუშინ გამართა. მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ ელჩებს სიტყვითაც მიმართა.