ავღანეთში რვა სამოქალაქო პირი დაიღუპა გზის პირას ჩადებულ ბომბზე ავტომანქანის აფეთქების შედეგად. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. პოლიციის ცნობით, აფეთქება მოხდა სამხრეთში მდებარე ზაბულის პროვინციაში. პროვინციის პოლიციის უფროსი თავდასხმაში თალიბანს ადანაშაულებს.