ფილიპინებს ძლიერი ტაიფუნი დაატყდა

ფილიპინებში ძლიერი ტაიფუნი „ჰაიანი“ დაატყდა ცენტრალურ ნაწილში მდებარე კუნძულებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქარის სიჩქარე საათში 300 კილომეტრს აღემატება. კუნძულებზე ლეიტესა და სამარაზე სამი ადამიანი დაიღუპა, მილიონამდე ადამიანია ევაკუირებული ქვეყნის 20-ზე მეტ პროვინციაში. შეჩერებულია ბორნების მიმოსვლა და ავიარეისები. ცენტრალურ ფილიპინებში დაიხურა სკოლები, ოფისები და მაღაზიები.