მსხვერპლით დასრულდა ხანძარი თბილისში

თბილისში, ციხისძირის პირველ შესახვევში ხანძარი მსხვერპლით დასრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსი" საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს, ბარაკული ტიპის სახლში 75 წლის ქალი დაიწვა. ცეცხლი 30-35 კვადრატულ მეტრზე იყო მოდებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.