ბინით დაკმაყოფილდება დევნილთა 24 ოჯახი

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ბინის გასაღები გადაეცემა იძულებით გადაადგილებულ 24 ოჯახს. დევნილებისათვის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განახორციელა.