თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ლეიბორისტული პარტიის სარჩელი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვის შესახებ. სასამართლოს სხდომას პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ”სპეციალური რეჟიმის დაწესებულებაში გამართული” უწოდა. მისივე თქმით, სასამართლომ სხდომაზე არ დაუშვა მედია, არ განიხილა მტკიცებულებები, უარი თქვა დაეკითხა პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი და არ გამოაქვეყნა არცერთი ნივთმტკიცება. ნათელაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბების გამო საერთაშორისო სასამართლოებს მიმართავს.