რადიო თავისუფლება ჰაკერების იერიშის ობიექტი გახდა

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება უკვე რამდენიმე დღეა, ჰაკერების იერიშების ობიექტია. ხუთშაბათს დაწყებულმა სისტემტურმა თავდასხმებმა გამოიწვია მულტიმედიის და საინფორმაციო სამსახურის მუშაობის შეფერხება. ჩვენი რადიოს პრეზიდენტის, კევინ კლოსის განცხადებით, გრძელდება ჰაკერების იერიშზე ინფორმაციის მოგროვება, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის მიზანმიმართულად ხორციელდება.