კაიროში დემონსტრაცია დაშალეს

კაიროში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა ასობით დემონსტრანტის დასაშლელად. ისინი შეიკრიბნენ ეგვპიტის სამხედრო მმართველების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილე 42 ადამიანის დაღუპვის მეორე წლისთავის აღსანიშნავად. დემონსტრანტებმა ასევე გააპროტესტეს სამხედროების მიერ ისლამისტი პრეზიდენტის, მუჰამად მურსის, დამხობა მიმდინარე წლის ივლისში.