ნაციონალური მოძრაობა: ღარიბაშვილი პროკურატურის გაკონტროლებას ცდილობს

ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პროკურატურის გაკონტროლებას ცდილობს. საკადრო ცვლილებების კომენტირებისას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”ახალი პრემიერ-მინისტრი როგორც ჩანს, ცდილობს გააკონტროლოს ძალაუფლების ყველა წერტილი, მათ შორის პროკურატურა, რაც კარგი არ არის.”