დამასკთან აფეთქებამ 15 ადამიანი შეიწირა

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა ავტობუსის გაჩერებასთან დამასკის გარეუბანში. დაიღუპა, სულ ცოტა, 15 და დაიჭრა 30-მდე ადამიანი. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დაიღუპნენ სამოქალაქო პირები. ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია“ ადასტურებს 15 ადამიანის დაღუპვის ფაქტს, თუმცა, მისი ინფორმაციით, მსხვერპლს შორის არის ცხრა სამოქალაქო პირი და ექვსი ჯარისკაცი.