საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას 28 ნოემბერს მოახდენს

საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას 28 ნოემბერს მოახდენს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. ამ ინფორმაციით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ დოკუმენტის პარაფირებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე მოახდენენ. დოკუმენტი 1000-გვერდიანია. ვილნიუსში ევროკავშირის სამიტი 28 ნოემბერს გაიხსნება.