გლაზგოს ცენტრში პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

შოტლანდიის პოლიციამ დაადასტურა, რომ ქალაქ გლაზგოს ცენტრში პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ჰოსპიტალიზებულია მძიმედ დაშავებული 32 ადამიანი. გრძელდება სამაშველო სამუშაოები. რამდენი ადამიანია დარჩენილი ლუდხანის ნანგრევებში, რომელსაც პარასკევს საღამოს დაეცა ვერტმფრენი, ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი მონაცემებით, ავარიის დროს ლუდხანაში სულ ცოტა 120 ადამიანი იყო. ვერტმფრენში სამოქალაქო მფრინავი და ორი პოლიციელი იმყოფებოდნენ. ავარიის ადგილი გადაკეტილია.