კიევში აქციის მონაწილეები აპირებენ სამთავრობო შენობების პიკეტირებას

უკრაინის დედაქალაქიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციის ათასობით მონაწილე სამთავრობო შენობების დასაბლოკად დაიძრა. ისინი კვლავაც მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. გამოცხადდა საყოველთაო გაფიცვა. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულემ მხარეების დიალოგისკენ მოუწოდა. „ტვიტერის“ გვერდზე ფიულე წერს, რომ „დაპირისპირება სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას“.