სოჭის ოლიმპიადას საქართველოს სამთავრობო დელეგაცია არ დაესწრება

სოჭის ოლიმპიადას საქართველოს სამთავრობო დელეგაცია არ დაესწრება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა ტელეკომპანია Russia Today-სთან ინტერვიუში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სოჭის ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან მხოლოდ სპორტსმენები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები.